Monday, March 16, 2015
მეცხრე დღის რეფლექსია
მოვაწესრიგეთ და ავტვირთეთ პორტფოლიოები.ვიმუშავეთ დიფერენცირებულ კითხვებზე.შევავსეთ ინდივიდუალური კითხვარი.ვემზადებით პრეზენტაციისათვის.
Friday, March 13, 2015
მერვე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებზე, და სასწავლო გეგმის შაბლონზე.ინტელის ბიბლიოთეკიდან გავეცანით შებასების შაბლონებს,დამატებით ვისწავლეთ გუუგლ დრაივში მუშაობა.საშინაო დავალებათ მოგვეცა სასწავლო პროცედურებზე მუშაობა
Thursday, March 12, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ძალიან საინტერესო დღე იყო. დავამუშავეთ მოსწავლის პრეზენტაცია, და ვისწავლეთ მისი ატვირთვა ბლოგზე .ინტერნეტის გამო ცოტა შეფერხებები გვქონდა.აგრეთვე გავეცანით თუ როგორ ვახდენთ რუბრიკის საშუალებით მოსწავლის ნამუშევრის შეფასებას.
Monday, March 9, 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს შევისწავლეთ პრეზენტაციის გაკეთება, დასწორება,ფონის დადება,ფოტოების,ცხრილების და დიაგრამების ჩამატება.მისი ატვირთვა,, გუგლ დრაივზე " . დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
მეხუთე დღის რეფლექსია
გავეცანით საავტორო უფლებებს,შევავსეთ სასწავლო გეგმის შაბლონი, დავხვეწეთ მიმართულების მიმცემი კითხვები და მათი თანმიმდევრობა
Friday, March 6, 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
გავეცანით ერთმანეთის მიერ შედგენილ მოსწავლის მიზნებს, მივეცით რჩევები და დავაკომენტარეთ. გადავედით მეორე მოდულზე და შევადგინეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები,რომლებიც განვიხილეთ ჯგუფში,შევასწორეთ და გამოვაქვეყნეთ.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი შეკითხვა:
რა ადგილი უკავია ადამიანს საზოგადოებაში?
თემატური შეკითხვა:
1.როგორ არის შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანთა უფლებები დაცული?
2.როგორია საზოგადოების დამოკიდებულება შშმ პირთა მიმართ?
შინაარსობრივი შეკითხვა:
1.რომელ წელს შეიქმნა გაეროს კონვენცია ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები?"
2. რა ვალდებულებებს აკისრებს ,,გაერო" ამ დოკუმენტით წევრ ქვეყნებს?
Thursday, March 5, 2015
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.ვისწავლეთ ბროშურის დამზადება,დავგეგმეთ მისი დიზაინი და შინაარსი. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება ,დიზაინის შეცვლა, სურათის ჩამატება
Monday, March 2, 2015
მეორე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა. გავეცანი კოლეგების საპროექტო იდეებს,დავაკომენტარეთ და შევაფასეთ ჩვენი ნამუშევრები.
მოსწავლის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ:
- განმარტონ ადამიანური ღირსების კრიტერიუმები სხვადასხავ სოციალურ გარემოში და იმსჯელონ რამდენად მნიშნელოვანია სხვისი ღირსების პატივისცემა .
- იმსჯელონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი საზოგადოების ურთიერთობის თავისებურებებზე.
- გამოიკვლევენ ქალაქის ინფრასტრუქტურას, რამდენადაა იგი მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უნარებზე ,ხელმისაწვდომია თუ არა მათთვის სრულყოფილი მომსახურება
- გაანალიზონ შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხარისხი. .
- დაგეგმონ და თანამოაზრეებთან ერთად განახორციელონ კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის დასახმარებელი ღონისძიებები. შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და წარადგენენ ქალაქის თვიმმართველობასთან
Friday, February 27, 2015
ჩემი პროექტის იდეა
შეზღუდული შესაძლებლობები და თანამედროვე საზოგადოება
სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია მოსწავლეებმა
გააცნობიერონ თავიანთი ადგილი საზოგადოებაში. რელურად შეაფასონ ადამიანთა უფლებები და გამოავლინონ მათი დარღვევის შემთხვევები.
ამ პროექტის მიზანია გამოიკვლიონ მოსწავლეებმა როგორ არის დაცული ჩვენს სახელმწიფოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებები,უფრო ზუსტად კი რამდენადაა გარემო ადაპტირებული მათ შესაძლებლობებზე,გამოიკვლიონ საკუთარ ქალაქსა და სკოლაში არსებული მდგომარეობა, გაანალიზონ და შეიმუშაონ რეკომენდაციები ,რომელსაც წარუდგენენ ადგილობრივ ხელისუფლებას.
ტრენინგის პირველი დღე
დღეს ტრენინგის პირველი დღეა.ვიმედოვნებ მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ! შევქმნი საინტერესო პროექტებს
Subscribe to:
Posts (Atom)